მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული, მისი დაინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული, მისი დაინფიცირების წყარო კი ამერიკას უკავშირდება.
ეზუგბაიამ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეაფასა.
“ქვეყანაში დღეს გვაქვს კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევა, 7 ახალია, ერთ-ერთი ჩვენთან არის მოთავსებული. წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში 195 პაციენტიდან 69 იმყოფება, განკურნებული და ბინაზე გაწერილია 29 ადამიანი.
ჩვენთან ამჟამად, 39 პაციენტი მკურნალობს, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, და ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა მისი მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ სტაბილურია. 22 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის პნევმონიით, პროგნოზით ალბათ ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.