მარინა ეზუგბაია: კორონავირუსზე ტესტირება რამდენიმე პაციენტთან ჩატარდა, მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება

“ჩვენი პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების თვალსაზრისით გრძელდება. გუშინ კორონავირუსზე ტესტირება რამდენიმესთან ჩატარდა, მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„სულ 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება, ვინც იყვნენ ახალი პაციენტები, შემოსული კონტროლზე, პასუხი ყველასთან ნეგატიური იყო. ჩვენი პაციენტების ტესტირება გამოჯანმრთელების თვალსაზრისით გრძელდება. გუშინ რამდენიმესთან ჩატარდა, მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ვნახოთ, დღის მეორე ნახევარში როგორი სიტუაცია გვექნება. რამდენიმესთან კონცენტრაციის შემცირებაა და სრულად ნეგატიური ვერ მივიღეთ, მაგრამ გაგრძელდება მათი კვლევა და, ალბათ, ისინიც შეემატებიან გაწერილთა რიცხვს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები