მარინა ეზუგბაია: ჩვენს კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
მისივე თქმით, აღნიშნულ პაციენტს დღეს სრული კვლევები ჩაუტარდება.
„ახალი პაციენტი გუშინ, გვიან შემოვიდა ჩვენს ცენტრში. პირველადი ანალიზებით, ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, დღეს გაუკეთდება სრული კვლევები გაფართოებული სახით და შევაფასებთ მის მდგომარეობას. რისკ ჯგუფში არ შედის. იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 39 გამოჯანმრთელებულია, ორი კი გარდაცვლილი.