ბორის ჯონსონის მდგომარეობა გაუარესდა – ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელსაც 27 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, გვიან ღამით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, – წერს BBC.

გვიან ღამით პრემიერის კანცელარიის პრესსამსახურმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრემიერის მდგომარეობა გაუარესდა და, ექიმების რეკომენდაციით, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბას სთხოვა, შეცვალოს ის იქ, სადაც საჭირო იქნება.

55 წლის პრემიერი წმინდა თომასის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბრიტანეთის პრემიერს მხარდაჭერას მსოფლიო ლიდერები უცხადებენ, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები