არქიმანდრიტი იოანე: ვისაც ეშინია, დარჩეს სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება
“ხატების ხშირი წმენდა და დისტანციის დაცვა – ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ, სიტკბოებასაც სტიქაროსნები ერთჯერადი ჭიქით არიგებენ”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით ეკლესიაში მისვლა და ლოცვა ყველას შეუძლია.
“ხატების ხშირი წმენდა და დისტანციის დაცვას ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ, სიტკბოებასაც სტიქაროსნები ერთჯერადი ჭიქით არიგებენ. საპატრიარქოს მოწოდებაც იყო, ვინც უძლურებაშია, ვისაც ეშინია, ისინი, კი ბატონო, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება, ყველას შეუძლია, დისტანციის დაცვით მოვიდეს და მოილოცოს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.