შიდა ქართლის ცხელების ცენტრებიდან ლუგარში გაგზავნილი ანალიზის პასუხები უარყოფითია

“გორმედის” ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი  უარყოფითია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კოვიდ 19-ზე გორიდან  1, ხაშურიდან კი 2 ნიმუში იქნა გაგზავნილი.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში 5 აპრილს დაფიქსირდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 – გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4078 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები