საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.

ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები