გიორგი ვოლსკი: არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის” სტატია, არამედ საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება ძალიან პოზიტიურია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის” სტატია, არამედ საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება ძალიან პოზიტიურია.

მისივე თქმით, შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს – რაც უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ კონკრეტული მოქალაქეები მოვდუნდეთ.

„არა მხოლოდ ბრიტანული „ტელეგრაფის” სტატია, არამედ საკმაოდ მაღალი დონის საექსპერტო შეფასება არის ძალიან პოზიტიური როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, ასევე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთი კიდევ ერთხელ უნდა შევაგულიანოთ. შეფასება კარგია ემოციურად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს – რაც  უნდა შესანიშნავად იმუშაოს სისტემამ, ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მოვდუნდეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც სხვა განწყობა აქვთ და ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოს ემუქრება. მსოფლიო აჩვენებს გამოცდილების გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც აქვს კონკრეტულ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, საქართველოც მზად არის, კონსულტაცია გაუწიოს და ასეც ხდება, ვინც მიმართავს მას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები