უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 319-მდე გაიზარდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1319-მდე გაიზარდა, ვირუსს ქვეყანაში 38 პირი ემსხვერპლა, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ვირუსის დამარცხება 28 პაციენტმა შეძლო.
ერთ დღეში ვირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული არის კიევში – 234; ჩერნოვიცკის ოლქში – 220; ტერნოპოლის ოლქში – 160.