ქუთაისის სასწრაფო დამხარების ექიმები, რომლებმაც კოვიდ19-ით ინფიცირებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაში არიან

ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებმაც გუშინ, გვიან ღამით, ხანში შესული მამაკაცი ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს, თვითიზოლაციაში არიან.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქუთაისის რაიონული სამმართველოს მენეჯერმა განუცხადა, ექიმებს კორონავირუსის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ, თუმცა მომდევნო 2 კვირა დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება თვითიზოლაციაში. დღეს უწევდათ მორიგეობა, მაგრამ გადავწყვიტეთ, უსაფრთხოების გამო, იყვნენ იზოლაციაში”, – თქვა მაია რუხაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროსითვის ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 5 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხს მოგზაურობის ისტორია ან მასთან დაკავშირებული კონტაქტი აქვს, ხოლო მამაკაცი რომელიც წუხელ შეიყვანეს, არ იმყოფებოდა მოგაზურობაში და მიმდინარეობს მისი კავშირების დადგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები