შალვა კერესელიძე StopCoV ფონდში ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად გადარიცხავს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე StopCoV ფონდში ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად გადარიცხავს. ამის შესახებ მან თავის მიმართვაში განაცხადა.

“მივესალმები და ვუერთდები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო დეპუტაციის ინიციატივას, მომავალი სამი თვის განმავლობაში, კუთვნილი ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ სპეციალურ StopCoV ფონდში გადაირიცხოს.

საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობენ.თუმცა, რთული ეკონომიკური მდგომარეობა მიმდინარე პროცესების თანმდევი მოვლენაა და ეს თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარ ვიცოდით. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფები გაჩნდა, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში.

ჯანმრთელობას, სიკეთეს და დღეგრძელობას ვუსურვებ ქართველ ერს და სრულიად მსოფლიოს მოსახლეობას”, – თქვა რწმუნებულმა. 

ცნობისთვის აღნიშნული ინიციატივა მმართველმა გუნდმა 2 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” დეპუტატები სამი თვის განმავლობაში ხელფასიდან 1/3-ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში გადარიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები