აშშ-ის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

“დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის”,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო, თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათებას.

“დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის.
ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ ყველაფერს!”,-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები