დავით ჩიხელიძე: პანდემია – ახალი გამოწვევა და შესაძლებლობა საქართველოსთვის

“არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რომლის ნდობაც რბილად რომ ვთქვათ რისკის შემცველია”, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქვეყნები, რომლებიც დღეს მსოფლიოს თამაშის წესებს კარნახობს დიდი ალბათობით რეგრესს და ეკონომიკის რეცესიას განიცდის, წინა პლანზე კი დაახლოებით საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნები გადაინაცვლებს.
“პანდემიის გამო რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგი მნიშვნელოვნად იცვლება. ქვეყნები, რომლებიც დღეს მსოფლიოს თამაშის წესებს კარნახობს დიდი ალბათობით რეგრესს და ეკონომიკის რეცესიას განიცდის, წინა პლანზე კი დაახლოებით საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნები
გადაინაცვლებს. დღეს ჩინეთში უამრავი ევროპული და ამერიკული კომპანია ოპერირებს, ჩინეთში არსებობს ათასობით ქარხანა, რომელიც მსოფლიოს მოთხოვნილების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს.
არსებულმა მდგომარეობამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩინეთი არის არასაიმედო პარტნიორი, რომლის ნდობაც რბილად რომ ვთქვათ რისკის შემცველია. ასევე ვნახეთ, რომ ერთი ქვეყნის გაჩერებამ (ჩინეთი) მსოფლიოში მთელ რიგ პროდუქციაზე დეფიციტი გამოიწვია, რადგან ბევრი ქვეყანა ჩინეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული და არ ჰქონდათ საკუთარი წარმოება”, – აცხადებს ჩიხელიძე.
​მისივე თქმით, ევროპისთვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება.
“ეპიდემიის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ქვეყნები ჩინეთთან დისტანცირებას შეეცდებიან, რაც ჩინეთიდან ევროპაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში  ქარხნების გადმოტანას გამოიწვევს. საერთაშორისო კვლევების და რეალობის გათვალისწინებით საქართველოს აქვს პოტენციალი ქარხნების დიდი ნაწილი, სწორედ ჩვენს ქვეყანაში განთავსდეს, რაც ქვეყანაში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ევროპისთვის საქართველო სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება. რაც შეეხება  საქართველოს უპირატესობას. აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში და საქართველოში იაფი მუშა ხელია, მაგრამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ლიდერია ევროპაში, (მსოფლიოში მე-4 ადგილი) აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე  წინ კი რამდენიმე  ათეული და ასეული პოზიციით ვართ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულამ ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა და მსოფლიოში მე-12 ადგილზე ვართ, ლიდერები რეგიონში. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- “Doing Business 2020″ -ის მიხედვით, ბიზნესის დაწყების კუთხით  საქართველოს 99,6 ქულა აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ასევე საქართველო მიმზიდველია გადასახადების სიმცირის და კვალიფიციური
მუშახელის კუთხით, შესაბამისად სწორი მუშაობის პირობებში გვაქვს პოტენციალი საქართველომ კრიზისი შესაძლებლობად გამოიყენოს, განვლილმა პერიოდმა გვაჩვენა, რომ მთავრობას სწორი მუშაობა ნამდვილად შეუძლია. საუბარს დეილ კარნეგის ცნობილი ციტატით დავასრულებ: თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, გააკეთე მისგან ლიმონათი…..
პ.ს. საქართველო გაიმარჯვებს!
#დარჩისახლში”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები