ადიგენში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი დაურიგეს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრევენციული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესს დაესწრო.
ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა ბიზნესმენმა ანტონ ობოლაშვილმა, მან ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 350 ოჯახს სასურსათო მოხმარების პროდუქტები გადასცა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასურსათო ამანათების დარიგება ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები