ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

“კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გარდაცვლილის ძირითადი დიაგნოზი გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები არის მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
​როგორც მან აღნიშნა, “კლასტერში”, რომელშიც გარდავცლილი ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები