ახალციხის ბაზარი ორი დღით დაიკეტა

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება, რის გამოც ახალციხის სავაჭრო ცენტრი ორი დღით დაიხურა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის რეკომენდაციით, ახალციხის აგრარულ ბაზარში „სანიტარული დღეები“ დაიწყო. ბაზარი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.
სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გაეცნენ. სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები