“კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია” – რეგიონის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი
“კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კოვიდ 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. რეგიონის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 27 მოქალაქეს და იზოლაციაში 52 პირი დარჩა.
კარანტინში 10 ლოკაციაზე 604 მოქალაქე იმყოფება და ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახეთში ე.წ ცხელების ცენტრებად 4 კლინიკა ფუნქციონირებს, მათ შორის 2 თელავში, 1 ლაგოდეხში და 1 საგარეჯოში. აღნიშნულ კლინიკებში, მედიკოსებს ტრენინგები სამინისტროს და ჯანდაცვის მდოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოფისის წარმომადგენლების მიერ უკვე ჩაუტარდათ.