რუსთაველებს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ქოლ-ცენტრის ოპერატორები მიაწვდიან

რუსთაველებს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ქოლ-ცენტრის ოპერატორები მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაცია, “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან მიაწოდეს.

“რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19)-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და მათი მხრიდან გახშირებული სატელეფონო ზარების გამო, ყოველდღე, 10:00-დან 18:00 საათამდე, რუსთაველებს მოემსახურებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორები შემდეგ ნომრებზე: 0(341)255109, 255186, 255098, 255118, 255142. პარალელურად, ჩვეულ 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას რუსთავის მერიის ცხელი ხაზი – 0(341) 255127, 255183, 270005. “,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები