ბექა ლილუაშვილი – სახელმწიფო სწრაფად უნდა დაუბრუნდეს წარმატებულ, საწყის მდგომარეობას, რაც კრიზისამდე გვქონდა

დადგა საჭიროება იმისთვის, რომ მათ შორის მოქალაქეებისთვის განგვეხორციელებინა დახმარება და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გახდა ეს გადაწყვეტილება საჯარო, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სწრაფად უნდა დაუბრუნდეს წარმატებულ, საწყის მდგომარეობას, რაც კრიზისამდე იყო.

„დადგა საჭიროება იმისთვის, რომ მათ შორის მოქალაქეებისთვის განგვეხორციელებინა დახმარება და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გახდა ეს გადაწყვეტილება საჯარო, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით და აქტიურად დავიწყეთ ფიქრი, იქედან გამომდინარე, რომ ეს კრიზისი ეპიდემიოლოგიურ ჭრილში აუცილებლად გადაიჭრება, რაც ნათელი და ცხადია, იმიტომ , რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და როგორც კი ეს მოხდება, სხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და მთავარი კონკურენციის პროცესი სწორედ კრიზისიდან გამოსვლის პროცესში იქნება ქვეყნებს შორის და აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს, როგორც რეგიონალური ასევე, გლობალური კონკურენტუნარიანობა და სწორედ ამიტომ დაანონსდა, რომ საჭიროა ახლებური ხედვა, ახლებური მიდგომა იმ პოსტკრიზისულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს, იმისთვის, რომ სწრაფად მოახერხოს კერძო სექტორმა და ბიზნესმა ამ კრიზისიდან გამოსვლა, სწრაფად აკრიფოს გააქტიუროს ეკონომიკური საქმიანობა, გაზარდოს დასაქმება და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ საწყის მდგომარეობას, რაც კრიზისამდე გვქონდა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები