ბექა ლილუაშვილი: სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა შეენარჩუნებინა დასაქმებულები

“სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა, საბოლოო დ,  შეენარჩუნებინა ლიკვიდობა, დასაქმებულები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გათვალოს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და შეიმუშაოს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმდინარე საჭიროება და მხარი დაუჭიროს ბიზნესს.

„მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გაიზარდა, რასაც შედეგად მოყვებოდა ეკონომიკური გამოწვევების ზრდაც, დამატებით ჩაერთო 2 მილიარდის მოცულობის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიც არის სასურსათო პროდუქციაზე ფასების შენარჩუნების სუბსიდირება. ასევე დაანონსდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მოხდეს საკონტრაქტო ფასების სუბსიდირება, იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოწვევიდან გამომდინარე, მათ შორის, კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე, ზეგავლენებმა არ შეაფერხოს მათი საქმიანობა”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები