მამუკა მდინარაძე: სიცოცხლის უფლება წინა ხელისუფლებას აბსოლუტურად ჰქონდა იგნორირებული

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც რიგ სხვა შემთხვევებშიც, იყო და არის კიდევ ერთი დასტური, რომ 2012 წლამდე ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას საერთოდ არ ცნობდა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ციხის ბუნტის” საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.​

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლის უფლება იყო ის უფლება, რომელიც წინა ხელისუფლებას აბსოლუტურად ჰქონდა იგნორირებული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც რიგ სხვა შემთხვევებშიც, იყო და არის კიდევ ერთი დასტური, რომ 2012 წლამდე ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას საერთოდ არ ცნობდა. მოლოდინი იყო, რომ გუშინ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ გამოიტანდა ასეთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები