ბაღდათში მოხალისეთა ჯგუფი 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება

თითქმის ერთი თვეა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს. ისინი უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარების საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოხალისეები ხანდაზმულების დახმარებას  ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების დასრულებამდე გააგრძელებენ და ყოველდღიურად 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები