მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ წელს სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა

ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ წელს ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა.

ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დაწესებული შეზღუდვები ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს.

„რა თქმა უნდა, დაირღვევა “კომენდანტის საათი” იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეკლესიაში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში, თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. საგანგებო მდგომარეობაც, კარანტინიც, “კომენდანტის საათიც” მოქმედებს ყველაზე. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები