აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 406-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 43 ახალი ფაქტი დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 406 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ახალ დაინფიცირებულთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 12-ის საშუალო სიმძიმის, დანარჩენის კი – სტაბილური.

ქვეყანაში ვირუსის დამარცხება 38 პაციენტმა შეძლო, 5 ლეტალური შემთხვევაა.

სხვადასხვა საკარანტინო ზონაში მოთავსებული 4321 ადამიანის გამოსაკვლევად შესაბამისი ზომები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები