ხუნდაძე: უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის

“ჩვენ უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე წამოვა”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ კომენტარი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
“დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მატება გვაქვს, ასევე, არსებობს სცენარები, რომელიც შესაძლოა, ცუდად გვხდება ყურში, მაგრამ ეს არის რეალური.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ კრიზისული ფაზისთვის, როდესაც ყველაზე მეტი დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე წამოვა, ანუ როდესაც წინა ხაზს სრულად დაიკავებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ამიტომ, დღეს სხდომაზე გვექნება ერთერთი ძირითადი საკითხი, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ჯანდაცვის სექტორის რევიზია და ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის, მძიმეც. ყველა შესაძლო განვითარება უნდა იყოს დაზღვეული”, – აცხადებს ხუნდაძე.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები