თენგიზ ცერცვაძე: პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუმკურნალებთ ბინაზე, თუ საწოლების და ექიმების რესურსი არ გვეყოფა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სახლის პირობებში მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც ცერცვაძე აცხადებს, პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უმკურნალებენ ბინაზე, თუ საწოლებისა და ექიმების რესურსი საკმარისი არ იქნება.

„მინდა, მცირე განმარტება გავაკეთო. როდესაც ჩვენი ჯანდაცვის ხელმძღვანლები აკეთებენ განცხადებას, რომ ეს ასე იქნება, არცერთ მათგანს  უთქვამს, რომ ეს უკვე ახლა ხორციელდება. მათ თქვეს, რომ ეს საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება. იცით, ეს უცხოეთში რატომ ხორციელდება?! იქ იმდენი ავადმყოფი ჰყავთ, რომ, ჯანდაცვის ძალიან კარგად განვითარებული სისტემის მიუხედავად, არ ჰყოფნით ადამიანური, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომ ექიმმა ყველა პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართოს. აი, ამიტომ აირჩიეს ეს გზა, თორემ ამ გზას თავისი მინუსებიც აქვს. ეს არ არის იდეალური ვარიანტი.
ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვიდრე საქართველოს საწოლებისა და ექიმების რესურსი ეყოფა, მანამდე, მსუბუქი და შედარებით მსუბუქი პაციენტები მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდნენ. იმედი მაქვს, ეს შემთხვევა არ დადგება, მაგრამ პაციენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვუმკურნალებთ ბინაზე, თუ ამას საწოლებისა და ექიმების რესურსი არ ეყოფა. ეს არავითარ საფრთხეს  შეიცავს და საგანგაშო არ არის, ვინაიდან საქმე ეხება ყველაზე მსუბუქ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე ფაქტიურად, არ ემუქრება და, რომელთა მართვა ბინაზეც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცერცვაძემ „პირველის არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები