სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 726-მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 736-მდე გაიზარდა, – განაცხადეს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.
ქვეყანაში 7 ლეტალური შემთხვევაა, 43 პაციენტი განიკურნა.
მთავრობაში განაცხადეს, რომ ვითარება კონტროლზეა, თუმცა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ აღნიშნა, რომ მოქალაქეების მხრიდან სახლში დარჩენისკენ მოწოდება ხშირად უგულებელყოფილია.
სომხეთში 16 მარტიდან 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.