არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნების” 93 პარლამენტარი შემდეგი სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასიდან 1/3-ს გადარიცხავს კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს

„შემდეგი სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში გადავრიცხავთ ჩვენი ხელფასის ერთ მესამედს, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. როცა არაერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ შესაძლოა შემოსავალი დაკარგოს, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ასე გვესმის. ეს არის სოლიდარობა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების” სოლიდარობის ინიციატივაზე საუბრისას, „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა საერთო ძალისხმევის მხოლოდ ნაწილია და მმართველი გუნდის ძირითადი ამოცანები და მის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ეკონომიკის სტაბილიზაციას უკავშირდება.

„ამ ინიციატივით, გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორ გვესმის ჩვენი ჩვენი პასუხისმგებლობა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო არაერთი ადამიანი შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს – ის რაც ჩვენთვის არის ხელფასის მესამედი, შეიძლება ამ ვითარებაში რომელიმე ოჯახისთვის გადარჩენის საშუალერბა იყოს. რამდენადაც შეგვიძლია, გასაჭირში ჩვენს მოქალაქეებს მარტო არ დავტოვებთ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მხარდაჭერის და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ერთიანობისა და მხარდაჭერის გარეშე, პირველ ეტაპზე ასეთი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა -” ბრძოლა გრძელდება და ეს არის ისეთი შემთხვევა, სადაც უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა, თანადგომა და კარგი კოორდინაცია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები