თამარ გაბუნია: მობილური აპლიკაციით ნახავთ COVID19-ით ინფიცირებული პირი, დღის განმავლობაში, სად გადაადგილდებოდა და თქვენ თუ იყავით იმ ადგილას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავალი კვირის ბოლოსკენ მზად იქნება მობილური აპლიკაციის სატესტო ვერსია, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს. ამის შესახებ  მინისტრის მოადგილემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„აპლიკაცია იძლევა ისტორიულ მონაცემს. ანუ, თქვენ გექნებათ საშუალება ნახოთ ის პირი, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც COVID 19-ით ინფიცირებული დღის განმავლობაში სად გადაადგილდებოდა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტის ალბათობა და იმ დღის განმავლობაში თქვენ თუ იყავით იმ ადგილას.

ხშირად კონტაქტების მიკვლევადობაში პრობლემა ისაა, რომ ინფიცირებულ პაციენტს შეიძლება, არც გაახსენდეს დღის განმავლობაში ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ამდენად აპლიკაცია თქვენ საშუალებას გაძლევთ თქვენივე ტრაექტორიას ადევნოთ თვალი, გაანალიზოთ რისკები, რომლებიც ამ ტრაექტორიაზე გხვდებათ და შეაფასოთ თქვენი საკუთარი რისკი. შემდეგ თუ ჩათვლის პირი, რომ მას მაღალი რისკი აქვს იმის გამო, რომ ტრაექტორიაზე მოძრაობდა, რომელიც გაწითლდა, მან უნდა მიმართოს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს“,- აცხადებს გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები