მიხეილ ყაველაშვილი: ქართული ოცნების გუნდი, პარლამენტი, მთავრობა და გამგეობა ყველანი ჩართულები ვართ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში

ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს და პენსიონერებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.

პარლამენტის წევრი ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ სოციალური კამპანიის და მსგავსი აქციების გაგრძელება აღუთქვა.

„ქართული ოცნების გუნდი, პარლამენტი, მთავრობა და გამგეობა ყველანი ჩართულები ვართ ამ ეპიდემიასთან ბრძოლაში. მინდა მადლობა გადაუხადო კომპანიას, რომელმაც გამოთქვა სურვილი ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში, რომლის ფარგლებში 500-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს დღეს გადავცემთ პირველადი მოხმარების პროდუქტებს”, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები