ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულება, შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის” გადაცემაში „ქრონიკა”.​

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.

„ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სცენარიშემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულება, შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება აუცილებლად შესრულდება. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაზღვრული მჭიდრო ვადები, რომელიც შევათანხმეთ ოპოზიციასთან და ამ მჭიდრო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მას შემდეგ რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები