ირაკლი კობახიძე: ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში

„აღდგომამდე დაახლოებით სამი კვირაა. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ეპიდემიის განვითარებას და იქიდან გამომდინარე თუ როგორი იქნება ეს განვითარება, ჩვენ ვრჩებით ყოველდღიური კონსულტაციების რეჟიმში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეკლესიისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, მიიღება სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩვენი საზოგადოების ინტერესებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს თქმით, მათი “კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული”.

“საზოგადოების ინტერესებში არის ის, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს, საფრთხე არ შეექმნას ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპია რწმენის თავისუფლება და ესეც უნდა იყოს რეალიზებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ საუკეთესო ბალანსს ამ ინტერესებს შორის. ვფიქრობთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება და ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების რწმენის თავისუფლების რეალიზება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონსულტაციების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის” გადაცემაში „ქრონიკა” განაცხადა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები