ირაკლი კობახიძე: პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა რჩება ძალაში და ეს პირობა აუცილებლად იქნება შესრულებული

„კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში, ინიციატივის საფუძველზე, რომელიც ჩვენ დღეს გავაჟღერეთ, ასეულობით ათასი ლარის მობილიზება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მას უკვე აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის მზად ფინანსური წვლილი შეიტანოს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლისთვისაც საკმარისი არ იქნება საბიუჯეტო რესურსები. ეს არის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ეს არის პირობა, რომელიც აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვას.

“ეს არის ინიციატივა, რომელიც კონკრეტული ფორმით, საზოგადოების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად. რაც შეგვეხება ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს, საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენც გამოვედით ინიციატივით. პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა, ეს განაცხადი რჩება ძალაში და აუცილებლად იქნება ეს პირობა შესრულებული საჭიროებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის” გადაცემაში „ქრონიკა”.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები