ნათია თურნავა: შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება. ამის შესახევ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები