მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი, 10 წლის ბავშვის მშობელია, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდასტურდა.

„ქვეყანაში იყო 130 შემთხვევა დადასტურებული და დღეს საღამოსკენ მხოლოდ ერთი დაგვემატა, არის 131 შემთხვევა დადასტურებული. ამ დადასტურებული შემთხვევებიდან ჩვენს ცენტრს შემოემატა დღეს 5 დადასტურებული შემთხვევა. ახალი არა, ამ 130-ში არსებული შემთხვევების ნაწილიდან 5 პაციენტი მიღებულ იქნა დღეს ჩვენთან, ამ ეტაპზე გვყავს 39 დადასტურებული პაციენტი და ისიც ჯამურად პირველი დღიდან აქამდე გამოგვდის, რომ გვყავს 59 პაციენტი.

იცით, რომ გუშინ საღამოს 3 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსიდან გამოჯანმრთელება და ამ სამმა პაციენტმა დატოვა დღის განმავლობაში ცენტრი.

ერთი ახალი შემატებული პაციენტი არის 10 წლის მოზარდის მშობელი, რომელსაც ჩვენ დღეს დავუდასტურეთ. ჩვენ დღეს დილას გავაკეთეთ 14 ტესტი დაახლოებით და 14 ტესტიდან მშობელთან არის დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი ნეგატიური იყო.

ჩვენი ყოფილი პაციენტების მონიტორინგი რომ ხდება pcr კვლევაზე, რამოდენიმე პაციენტთან უკვე ძალიან სუსტი კონცენტრაციით ისაზღვრება ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვლევაზე ალბათ მათთანაც გვექნება ვირუსისგან გამოჯანმრთელება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები