დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის გადარიცხვა, არამედ უშუალოდ ჩავერთოთ საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში

„ჩვენ პარლამენტში კიდევ გვაქვს ინიციატივები. საკანონმდებლო ორგანოში ძალიან ბევრი ექიმია და მეც მათ შორის. ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლოდ ხელფასის გარკვეული ოდენობის ფონდში გადარიცხვა, არამედ თვითონ ჩავერთოთ, უშუალოდ, საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში პაციენტებთან. გვაქვს ამის გამოცდილება და თუკი საჭირო იქნება, მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადავალ უშუალოდ წინა ხაზზე”, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების” ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავს.

მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების” მართველი გუნდის ერთიანი მოქმედებით

„ევროპა, პრაქტიკულად, ეპიდემიურად დაბინძურებულია. ძალიან მძიმე მოსასმენია, ამ მიმართულებით, წამყვანი ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც უფრო მეტი ფინანსური რესურსი, უფრო ძლიერი წარსულის მქონე და უფრო ჩამოყალიბებული ინსტიტუციები აქვთ. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ვირუსთან გამკლავება მათ გაუჭირდათ და ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა და ვირუსის, ასე ვთქვათ, ნეგატიური გავლენა შემსუბუქდა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების” მართველი გუნდის კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედებით”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები