გერმანიის უმსხვილესი აეროპორტი ერთ-ერთ სამგზავრო ტერმინალს კეტავს
ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთ სამგზავრო ტერმინალს კეტავს, – წერს Spiegel Online-ი.
ტერმინალი 7 აპრილიდან ჩაიკეტება, აეროპორტში ზომას მგზავრების არარსებობით ხსნიან.
გასულ წელს გერმანიის უმსხვილესი აეროპორტით 70 მლნ-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, 23-29 მარტის პერიოდში კი მხოლოდ 119 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონში London City Airport-მა კომერციული და კერძო რეისები 25 მარტიდან შეჩერდა.
31 მარტიდან დაკეტილია ორლის აეროპორტი პარიზში.
მარტის ბოლოს ევროპაში ავიამიმოსვლა 65% შემცირდა.