მედოევი “ქართველ საწყალ პოლიტიკოსებს” მიმართავს და აცხადებს, რომ ვირუსისგან თავის დასაღწევად ადამიანები იძულებულნი არიან, საქართველოდან გაიქცნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის მტკიცებით, ბოლო დროს ე.წ. საზღვრის “გადაკვეთის შემთხვევებმა იმატა”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ “საქართველოდან ხალხი გარბის, რომ თავი ვირუსის ფართოდ გავრცელებისგან დაიცვას”.

​​”იძულებული ვართ, კიდევ ერთხელ მივმართოთ ქართული პოლიტიკური მინდვრის საწყალ პერსონაჟებს: “შეწყვიტეთ თვითპიარი, საკუთარი შიდა საქმეებით დაკავდით!” გამომდინარე იქედან, რომ საქართველო-ოსეთის საზღვრის დამრღვევთა რიცხვმა იმატა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მეზობელ ქვეყანაში რეალური ჰუმანიტარული კატასტროფაა მოსალოდნელი. საქართველოს მთავრობის მასირებული პროპაგანდის მიუხედავად, ადამიანები იძულებულნი არიან, ნებისმიერი გზა იპოვონ, რომ საქართველოდან გაიქცნენ და ამით ვირუსს აარიდონ თავი.

ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, საქართველოს მოსახლეობის გამო ვწუხვართ, მაგრამ ეს, პირველ ყოვლისა, საქართველოს მთავრობის პრობლემაა, რომელიც ქვეყანაში არსებული ეპიდემიის რეალური მასშტაბების დამალვას ცდილობს ისევე, როგორც დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის. სახეზეა საქართველოს მთავრობის მიერ ცნობილი ტექნოლოგიების გამოყენება, რომ საკუთარი მოსახლეობის ყურადღება რეალური საფრთხისგან გადაიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ მსურს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, საქართველოს მთავრობას ვურჩევდი, ყურადღება ქართველი ხალხის საჭიროებებს მიაქციო იმის მაგივრად, რომ ხელები მოითბონ სამხრეთ ოსეთში თითქოს ვირუსის არსებობს თემაზე”, – აღნიშნა მედოევმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ “სამხრეთ ოსეთში ვითარება მკაცრად კონტროლირდება, ყველა სამსახური გამართულად მუშაობს, საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ სამხრეთ ოსეთში პრობლემის ექსპორტირების ნებისმიერი მცდელობა – განწირულია. საქართველოს მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე ჭირის მოხვედრას არ დავუშვებთ!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები