ვერეს ხეობაში მდინარემ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ვერეს ხეობაში მდინარემ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.