ირაკლი მეზურნიშვილი: “ქართული ოცნების” გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს
,,ქართული ოცნების” გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასა და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ, ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი მეზურნიშვიულმა TV “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს გარკვეული სტიმულირება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ ჩერდება და პირიქით, სტიმულირდება.
,,ქართული ოცნების” გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასა და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ. როდესაც „პირველი პაკეტით” მოხდა მილიარდზე მეტი თანხის მობილიზება, ის დარჩა კერძო სექტორში. შემდგომ უკვე დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი”, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი ყველა პრობლემისა და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ, ასევე, წავა დახმარებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სტიმულირება მივცეთ ეკონომიკას. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ზუსტადაც, რომ ამ ორი მილიარდის მობილიზება არის ამის ნაწილი. რამდენიმე დღეში ჩვენ დეტალურად შევჯერდებით ყველა იმ მიმართულებაზე თუ რა ფორმით მოხდება კონკრეტული ადამიანების თუ კომპანიების დახმარება და რა ფორმით მოხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება ამ პაკეტის მეშვეობით”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.