StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

1-ელ აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.
COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

ბევერილი ჯგუფი, 100 ათასი ლარი
შპს „აისბერგ ფოთი”, 100 ათასი ლარი
მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი, 25 ათასი ლარი
ახალი ჰორიზონტი, 20 ათასი ლარი
მწვანე ოფისი, 30 ათასი ლარი
კომპანია ზოდი, 20 ათასი ლარი
ბიოქიმფარმი, 10 ათასი ლარი
ბესტი ჯგუფი, 3 ათასი ლარი
შპს „ბათუმის ბლოკი”, 3 ათასი ლარი
Universal Intralogistics, ათასი ლარი

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund
მადლობა ერთიანობისთვის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები