ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო და ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა

ბოლნისიდან გამოსვლის საშუალება მოსახლეობას არ მიეცემა – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვემო ბოლნისში ორ ადამიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ამ ეტაპზე, ქვემო ბოლნისში კონტროლი გაძლიერებულია. დაკეტილია სოფლის შესასვლელი და გამოსასვლელი.

“ქვემო ბოლნისში ორი პიროვნება იქნა გამოვლენილი, ორივე პირი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და მათზე ხორციელდება შესაბამისი დაკვირვება. როგორც ვიცი, კრიტიკულად მძიმე არცერთის მდგომარეობა არ არის. ადგილზე მუშაობს ადგილობრივი ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც აქტიურად იკვლევს კონტაქტებს საეჭვო წყაროს დადგენის მიზნით”, – აცხადებს დავით ბეგაშვილი

ცნობისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით 10 ადამიანია დაინფიცირებული.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებბული შემთხვევაა, რომელთაგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები