იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინისთვის 2 აპრილს მხარდაჭერის ახალ პაკეტს დავამტკიცებთ

“ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 2 აპრილს საქართველოსა და უკრაინასთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტს დაამტკიცებენ”, – განაცხადა ონლაინ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მინისტრების სხდომა ვიდეკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ გვექნება, ველოდები, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერის ახალ პაკეტს მხარს დაუჭერენ, რომელიც გააძლიერებს ჩვენი მხრიდან ორივე ქვეყნის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.​ მხარდაჭერის ახალი პაკეტი ჩვენს თანამშრომლობას განამტკიცებს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში სწავლების მხრივ, რომელიც ნატო-სთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მხარდაჭერის პაკეტი არსებული პაკეტების დამატება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები