სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა რეგიონში შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი დაურიგა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტის დარიგება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ინიციატივას აქტიურად უერთდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ და სასურსათო ამანათები გადასცეს.
გარდა ამისა, სამიზნე სოფლებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტებითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა World Vision – საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, სასურსათო ამანათების დარიგება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები