დმანისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია აქტიურად გრძელდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელის” მოხალისეების ჯგუფი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მოხალისეები კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერებს ორ – ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე არიგებენ და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“დმანისის მუნიციპალიტეტში, ყველა დასახლებულ პუნქტში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მოცემული რეკომენდაციები“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები