კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ და მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს.

გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებდით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 122 606 ლარია.

რეაბილიტირდება 2200 სიგრძის გზა. რეაბილიტაციასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები