ანდრია ჯაღმაიძე: ზუგდიდში ვირუსის გავრცელება ერთერთი რელიგიური ჯგუფის მხრიდან მოხდა, თუმცა ამაზე არავინ ლაპარაკობს

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზუგდიდში კორონავირუსი ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს.
ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„ზუგდიდში სწორედ ერთერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა ვირუსის გავრცელება, ამაზე არავინ ლაპარაკობს. ეს რომ საეკლესიო წიაღიდან ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა.

პირველად რომ გაცხადდა ერთერთი კლასტერი, იყო იტალიის. მოხდა ასე, ექიმმა ჩამოიტანა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სასულიერო პირს რომ ჩამოეტანა, რა ამბავი იქნებოდა დღეს ეკლესიის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება. თუ დააკვირდით, სულ ერთი კვირა დასჭირდა ეკლესიას მობილიზებისთვის: ყველა ტაძარი იყო გახმოვანებული, დახაზული და მსგავსი წესრიგი, რაც ჩვენმა მორწმუნე და მლოცველმა ადამიანებმა გამოიჩინეს, იშვიათად დამისახელებს რომელიმე ორგანიზაციას, ან რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც ეს გაეკეთებინა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები