ცაგერის მოსახლეობას მედპერსონალმა და ადგილობრივმა მერიამ რეკომენდაციები წესების სრული დაცვით გააცნეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მედპერსონალმა ადგილობრივებს რეკომენდაციები და აკრძალვები კარდაკარის პრინციპით, წესების სრული დაცვით გააცნო.
აღნიშნული ღონისძიებები კოპონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.
ადგილობრივ სამედიცინო პერსონალთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფში ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაზა ყურაშვილი და მერის მოადგილე – მიხეილ მეშველიანიც იყვნენ ჩართულები.
მიხეილ მეშველიანის განმარტებით, აუცილებელია თითოეულ მოქალაქესთან მისვლა, რათა მათი საჭიროებები უკეთესად გაიგოს ხელისუფლებამ და, შესაბამისად, იმოქმედოს. ამასთან, მეშველიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.
“ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ დარჩნენ სახლში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ვირუსის ნებისმიერი სიმპტომის არსებობის შემთხვევაში კი ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და ექიმი თვითონ მივა მათთან. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის მიერ შექმნილ ცხელ ხაზზე დარეკონ. ამ ღონისძიების მიზანი კი ისაა, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს. გადაუდებელი საჭიროების გარდა, დარჩენენ სახლში და რეკომენდაციები დაიცვან“, – ამბობს მიხეილ მეშველიანი.
როგორც მუნიციპალიტეტის თერაპევტი, ხათუნა გოლეთიანი აღნიშნავს, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ერთად ვიბრძოლოთ კორონავირუსის წინააღმდეგ.
„დღეს თითოეული ადამიანის მოქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს მოქალაქეებს მინიმალურს ვთხოვთ – დარჩნენ სახლში. ნებისმიერი საჭიროებისა და სიმპტომების შემთხვევაში, დაგვირეკონ და ჩვენ მივალთ მათთთან, სათანადო რჩევებსაც მივცემთ და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – თქვა ხათუნა გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები