რუსთავის მერი ქალაქთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობის პროცესს ეცნობა

რუსთავში ოთხ ლოკაციაზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობის სამუშაოები გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. საველე პირობებში ბლოკპოსტების მოწყობაში რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად მონაწილეობს. რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ქალაქში ბლოკ საგუშაგოების მოწყობის პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად პირადად აკონტროლებდა.
,,რუსთავის მოსახლეობა ძალიან გაგებით მოეკიდა ამ სიტუაციას. სულ ქალაქში გვაქვს ოთხი ლოკაცია, სადაც ბლოკპოსტებია განთავსებული: კონტროლდება რუსთავის შემოსასვლელში, მაგისტრალის ორივე მხარე, კახეთის გზატკეცილიდან შემოსასვლელი, გარდაბანიდან შემომავალი ორი ლოკაცია- ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია და სოფელ ნაგებიდან შემოსასვლელი გზა. ეს ოთხი კონკრეტული ლოკაცია გვაქვს, სადაც ბლოკპოსტებია განთავსებული. თავდაცვის სამინისტროს შენაერთებმა, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე გუშინ, ღამის 12 საათიდან დაიწყეს შესაბამისი ინფარასტრუქტურის მოწყობა, საგუშაგოზე მყოფი თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ექიმებისთვის. კოორდინაციაში ვართ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეზღუდვები ყველასთვის არის ერთი და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს წესი. მიჭირს ამაზე საუბარი, რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი ისე უნდა აღიქვას, როგორც ვამბობთ. რაღაც ვადით, ჩვენ ყველამ ეს პირობა და ეს წესი უნდა დავიცვათ, ეს არის უპირობო მოთხოვნა“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
კომენდანტის საათი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეს, დილის 08.00. საათიდან ამოქმედდა, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში: რუსთავში, ბათუმში, ზიგდიდში, გორსა და ქუთაისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები