გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის შესასვლელში მოწყობილი ბლოკპოსტი მოინახულა

გორის შესასვლელებში,  მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, საკონტროლო გამშვები პუნქტები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მოინახულა.
გორის მასშტაბით 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, დაკეტილია ქალაქის ყველა გასასვლელი. მოქალაქეთა გადაადგილებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას თავდაცვის სამინისტროსა და შსს სამინიტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ
” საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხშირად იყო დარღვევების შემთხვევები. ამაზე მკაცრი რეაგირება აქვს შესაბამის სამსახურებს. ამ საკითხებზეც კორდინებულად ვმუშაობთ შტაბის ფარგლებში. რაც შეეხება დღეს დილით 08 :00 ამოქმედებული რეჟიმის პირობებს  – ამ დროისთვის, დამრღვევის შემთხვევა არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები